დებრა მეიბურგის ქართული ღვინის ფესტივალი ჩინეთში

ნოემ 28 2019

ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა, შანხაისა და ჰონგკონგში ქართული ღვინის ფესტივალი გამართა, სადაც ჯივიესმა თავისი პრემიალური ღვინოები: თამადა, ვისმინო და საქართველოს ფერები წარადგინა. ვიზიტის ფარგლებში, ჯივიესის ელჩმა ქეთევან კენკიშვილმა პეკინში და ფუჯოუში პარტნიორებისთვის და მომხმარებლებისთვის დეგუსტაციები გამართა.