GWS ახალ ჭაჭას უშვებს

სექ 29 2019

„GWS Supreme Chacha, ექსკლუზიურად, GWS-ის ვენახების ყურძნით მზადდება. ბრენდი სომელიეებისა და პრემიუმ კლასის მიქსოლოგებისთვის შევქმენით, რომ მათი შთაგონების მთავარი წყარო გახდეს.  იდეალურია სამთო – სათხილამურო კურორტების, სადღესასწაულო ვახშმებისკემპინგებისა და კოქტეილის წვეულებებისთვის.

ბრენდი რქაწითელის, მწვანესა და ქისის სორტის ყურძნით მზადდება. ალკოჰოლის შემცველობა: 42% . GWS Supreme Chacha, საქართველოსა და უკრაინის ბაზარზე, 2019 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში გამოჩნდება. მისი საცალო ღირებულება 17 € იქნება.

„ ეს არაჩვეულებრივი პროექტი ზუსტად გამოხატავს ჩვენს მიზანს, განვავითაროთ ქართული ჭაჭის პრემიუმ სეგმენტი და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების ზრდას. ახალი ხაზის შემუშავებისას გავითვალისწინეთ თანამედროვე მომხმარებლის ის მოთხოვნები, რომელიც ორიგინალური და მაღალი კლასის პროდუქტის მიმართ აქვთ. GWS Supreme Chacha საუკეთესო ქართული ყურძნისგან დამზადებული სპირტიანი სასმელია, რომელიც ძლიერი ხასიათით, მაგრამ რბილი ტონითა და გემოთი გამოირჩევა“, – ამბობს GWS-ის გენერალური დირექტორი ფილიპ ლესპი.