GWS ახალ ჭაჭას უშვებს

სექ 29, 2019

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS ახალ ჭაჭას უშვებს. ბრენდი, ბაზარზე, GWS Supreme Chacha-ს სახელით გამოჩნდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქციის ამ ხაზს განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს –  GWS Supreme Chacha სამი სხვადასხვა სახეობისაა: ტრადიციული, მუხის კასრში დაძველებული და თაფლის არომატით.

ღვინო "ძველი თბილისი" ახალი ეტიკეტით

სექ 17, 2019

ღვინის კომპანია ჯივიესმა ერთ-ერთი ძირითადი ბრენდის, ძველი თბილისის, განახლებული ეტიკეტი  წარადგინა. როგორც თავად ამბობენ, ამით სურთ, ქალაქის ტრადიციული, ჭეშმარიტი სული თანამედროვეობის ელემენტებთან ერთად წარმოაჩინონ. პროდუქცია, ახალი შეფუთვით, 2019 წლის ივნისიდან გაიყიდება.

 

პრემიუმ ხაზის ღვინო "თამადა" ახალი შეფუთვით

აგვ 14, 2019

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ GWS პრემიუმ ხაზის ღვინო "თამადა" განახლებული შეფუთვით წარადგინა. როგორც თავად ამბობენ, "ჯივიესი" ერთ-ერთი პირველი ბრენდია საქართველოში, რომელმაც, მომხმარებელს, ბოთლის ღვინო შემოგვთავაზა.

ჯივიესმა მომხმარებელს პრემიუმ ხაზის ახალი ღვინოები წარუდგინა

დეკ 4, 2018

28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კომპანია ჯივიესის პრემიუმ ბრენდის - თამადას ახალი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი ღვინის სახეობა: ქვევრის ქარვისფერი მშრალი, ქვევრის წითელი მშრალი, დიდებული რეზერვის თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი ექსპო

ნოემ 20, 2018

5-10 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი ექსპო (CIIE) გაიმართა, სადაც ჯივიესმა თავისი პრემიუმ ხაზის ღვინოები: ვისმინო, თამადა, თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა.

ღვინო თამადის 2018 წლის ჯილდოები

სექ 18, 2018

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თამადა გრანდ რეზერვმა და თამადა ქვევრმა მსოფლიოს 5 ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე 5 ორმაგი ოქროს, 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისობა მინსკში

სექ 10, 2018

 სექტემბერის პირველ დღეებში, ბელორუსიის დედაქალაქში გამართულ თბილისობის ფესტივალზე 45 000 მინსკელ სტუმარს ღვინო თამადა და ძველი თბილისით გაუმასპინძლდნენ.

ბიო ვენახები ჯივიესში

ივლ 30, 2018

ბიო ვენახების პროექტი ჯივიესში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება, მომავალ წელს კი ვენახების 85 ჰექტარზე გაზრდას და ყურძნის ახალი ჯიშების დამატებას ვგეგმავთ.

 

ჯივიესმა სტუმრებისთვის თელავში ტკბობის ბაღი მოაწყო

ივლ 2, 2018

ტრიპტიქი "ტკბობის ბაღი" ჰოლანდიელი გენიოსის ჰიერონიმუს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისტიკური ნამუშევარია, რომელიც მხტვარმა 1515 წელს დახატა. 

ტკბობის ბაღი ასევე ერქვა კომპანია ჯივიესის ღონისძიებას, რომელიც გუშინ, თელავში, გაიმართა. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ღვინის ახალი ხაზი - "საქართველოს ფერები" წარუდგინეს.

 

ოქროს ბრენდი 2018

მაის 4, 2018

27 აპრილს, ოქროს ბრენდი 2018-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კომპანია ჯივიესი ღონისძიების ექსკლუზიური სპონსორი იყო. ოქროს ბრენდის დაჯილდოება მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული კომპანიების გამოვლენას.

 

The 98th China Food and Drinks Fair

მარ 25, 2018

 22-24 მარტს, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია მონაწილეობდა მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის გამოფენაზე ჩინეთში, სადაც წარმოდგენილი გვქონდა ვისმინოს და თამადას ღვინოები, ასევე თამადა ქვევრი და თამადა გრანდ რეზერვი.

პროვაინ 2018

მარ 20, 2018

18-20 მარტს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე - პროვაინ 2018, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია თავის პორტფოლიოდან განსაკუთრებულ ღვინოებს წარმოადგენს, მათ შორის, თამადა გრანდ რეზერვს და თამადა ქვევრს.