GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა.

ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ საშუალო ზომის ყუთებს, ყურძენი მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან.
ყურძნის ტრანსპორტირებას საწარმომდე ჭირდება 25 წუთი, შესაბამისად თავიდან ვიცილებთ ხანგრძლივ კონტაქტს მზესთან და გარემოსთან. მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება საწარმოში რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ საუკეთესო ღვინო.

ღვინის დამზადებისთვის ვიყენებთ ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს. და ცისტერნებს, რომელსაც თერმო რეგულაცია არ აქვს, მაგრამ განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც ბუნებრივად შენარჩუნებულია ტემპერატურა.
ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება ხდება 12 თვის განმავლობაში მუხის კასრში. ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის მუხის კასრებს მათ შორის არის ფრანგული კასრები.
სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება გვაძლევს მშვენიერი ღვინის დამზადების საშუალებას.
ჯი-ვი-ეს _ ი  აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინის და მაღალი ალკოჰოლურ პროდუქტებს.


1999-2016 წლის განმავლობაში კომპანიამ საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო კონკურსებზე. დღესდღეობით ვფლობთ 160 ჯილდოს: 4 ორმაგი ოქრო, 73 ოქრო, 46 ვერცხლი და 26 ბრონზე. ჯი-ვი-ეს _ ის ბრენდები საკმაოდ ცნობადია საერთაშორისო ბაზრებზე: (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, ჩინეთი, იაპონია)