ფილიპ ლესპი

მეღვინე & CEO

საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში მეღვინეობისა და ენოლოგიის ზოგადი განათლების მიღების შემდეგ , ფილიპ ლესპიმ სადოქტორო ხარისხი მიიღო ყურძნის ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიის განხრით. ამის შემდეგ მან მოიპოვა ორი დიპლომი/პატენტი ვენახის ყვავილობის დარგში. ფილიპ ლესპი 18 წლის მანძილზე მუშაობდა ბორდოში სხვადასხვა ღვინის კომპანიებში (ბარონ ფილიპ დე როშილდი, შატო ლაგრანჟი, შატო სერილან), ასევე ბურგუნდიაში (ბადე კლემან) და ასევე საერთაშირისო კორპორაციებში (დომეინ დე ლა ზუინა მოროკოში). 2013 წლიდან დღეს ფილიპი არის ჩვენი კომპანიის მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი. ქართული მევენახეობის და მისი კულტურის შესწავლის საფუძველზე მისი მთავარი მისია ჩვენი ვენახების მსოფლიო დონის სტანდარტებზე აყვანაა.

 

ლევან გზირიშვილი

მეღვინე

დაამთავრა ღვინის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. ვიწრო სპეციალობით მეღვინე ტექნოლოგი. 1997 წლიდან მუშაობდა წინანდლის ღვინის ქარხანაში - მეღვინე ბრიგადირათ. ჩართული იყო ყურძნის მიღება/გადამუშავება და ღვინის დაყენება/დავარგების პროცესებში. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს GWS -ის კომპანიაში. დღეს იგი ღვინის საამქროების მენეჯერი და მეღვინე ტექნოლოგია. იგი მართავს ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელსაც ღვინო ბოთლში ჩამოსხმამდე გადის.

სიმონ ვეფხიშვილი

მეღვინე-ტექნოლოგი

1978 წლიდან მუშაობდა „თელავი 2 „ ის ღვინის საწარმოში მეღვინედ. 1991 წელს, ჯი-ვი-ეს _ ის დაარსების შემდეგ მან განაგრძო მუშაობა მთავარ მეღვინედ. ბოლო წლებში იგი ხელმძღვანელობდა ქვევრის ღვინის დაყენების პროცესს. ბატონო სიმონი, 2016 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ნიკა ნატროშვილი

მეღვინე

საკვები პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომის შემდეგ აგრძელებს სწავლას საფრანგეთში, მეღვინეობა მევენახეობის სამაგისტრო პროგრამაზე. შემდეგ შვეიცარიაში გაიარა სასწავლო კურსი ბიო/ორგანულ სოფლის მეურნეობაზე. 2006-2009 წლებში მუშაობდა ღვინის კომპანიებში ხარება, შუმი და ბესინი - მეღვინედ. მევენახეობის და ტერუარის სამაგიტრო პროგრამის გავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო GWS - ში და დღეს იგი ლაბორატორიისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერია.