საქართველო ცნობილია საკუთარი მრავალლფეროვანი და  მდიდარი ბუნებით. სადაც 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში ხარობს, მათგან წარმოებაში მხოლოდ 40 სახეობაა. გარემოპირობები მევენახეობისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია. ზაფხული იშვითად არის გადაჭარბებულად ცხელი, ზამთარი კი საკმაოდ რბილია, ყინვის გარეშე. მთები, რომლებიც ვენახებს ესაზღვრება მდიდარია ბუნებრივი წყაროებით , მინერალებით გაჯერებული წყალი მდინარეებიდან ხეობებისკენ ეშვება. 


ჩვენი ვენახების უმრავლესობა 15/25 წლისაა. ვენახის ღრმა ფესვები აღწევს მინერალიზირებულ  ბუნებრივ წყაროებამდე, რომლებიც კავკასიონის მაღალმთიანეთიდან მოედინება, სწორედ ეს წარმოშობს უხვ და მდიდარ სითხეს. ასე იქმნება ღვინო,  რომლის სტუმრისთვის შეთავაზებაც მასპინძელს ყოველთვის სიამაყით შეუძლია ნებისმიერი დღესასწაულის აღნსანიშნად. 


კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.  
სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.