GWS 40 წლის იუბილეს აღნიშნავს

სექ 21 2016

10 სექტემბერს, კომპანია GWS-მა თავისი ღვინის საწარმოს 40 წლის იუბილე იზეიმა. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: 50 ჟურნალისტი და ბლოგერი, ტელე-კომპანია რუსთავი 2 და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლები. GWS-ის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვევრის სახლი და ღვინის ქარხანა დაათვალიერებინეს, მოგვიანებით კი საწარმოს ბაღში ტრადიციული ქართული კერძებით, ცოცხალი მუსიკით და თამადას ღვინოებით გაუმასპინძლდნენ. საღამო ულამაზესი ფეიერვერკით და სადღესასწაულო ტორტით დასრულდა!

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე