ჯივიესმა სტუმრებისთვის თელავში ტკბობის ბაღი მოაწყო

ივლ 02 2018

ტრიპტიქი "ტკბობის ბაღი" ჰოლანდიელი გენიოსის ჰიერონიმუს ბოსხის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისტიკური ნამუშევარია, რომელიც მხტვარმა 1515 წელს დახატა. 

ტკბობის ბაღი ასევე ერქვა კომპანია ჯივიესის ღონისძიებას, რომელიც გუშინ, თელავში, გაიმართა. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ღვინის ახალი ხაზი - "საქართველოს ფერები" წარუდგინეს: ელეგანტური თეთრი ვარდისუბანი და ორი წითელი ღვინო - არტანა და აკურა. სამივე ღვინო 2014 წლის მოსავლისაა და თითოეული მხოლოდ 2000 ბოთლია ჩამოსხმული. ახალი ლიმიტორებული წარმოების პროდუქცია ჯივიესის სხვა ბრენდებთან ერთად: თამადა, ძველი თბილისი, ვისმინო და ა.შ... განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს კომპანიის პორტფოლიოში.