ჯივიესი ლადოს თასის სპონსორია

თებ 21 2018

11 თებერვალს, ბაკურიანში, კოხტაგორაზე, ყოველწლიური სათხილამურო ტურნირის - ლადოს თასის მეათე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ჯივიესი ტურნირის ერთ-ერთი სპონსორი იყო.

ლადოს თასი 2009 წლიდან იმართება და ლადო ბოლქვაძის ხსოვნას ეძღვენება, რომელიც ბაკურიანის ბავშვთა სამთო-სათხილამურო სპორტ-სკოლა იკისკის მასწავლებელ-ინსტრუქტორი იყო და ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.