ჯივიესი შანხაიში

დეკ 04 2017

14-16 ნოემბერს, მონაწილეობა მივიღეთ ჩინეთის ყველაზე პრესტიჟულ ღვინის გამოფენაზე - პროვაინ 2017. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო 2 ახალი ღვინო: თამადა გრანდ რეზერვი და თამადა ქვევრი.  თამადას გრანდ რეზერვმა, ჩინეთში ქართული ღვინის იმპორტიორის SHIFA-ს მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, ნომინაციაში "ეტიკეტის საუკეთესო ინოვაციური დიზაინი" მთავარი ჯილდო მოიპოვა.