ჯივიესის ტრიუმფი ლონდონში!

ივნ 16 2017

“ჟიურის წევრები აღამფრთოვანა საფერავის ხარისხმა და თვისებებმა” - ვკითხულობთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის International Wine Challenge -ის პრესრილიზში, სადაც ვისმინოს გრანდ საფერავმა ქართულ ღვინოებს შორის ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ორმაგი ოქროს მედლითა და თასით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ქართული წითელი ღვინო: „კლასიკური ქართული ღვინის არაჩვეულებრივი მაგალითია, სადაც წარმოჩენილია სანელებლებისა და ტყავის არომატები ნაფარეულიდან.“ 2107 წელს ჯივიესის ღვინოები 19 მედლით დაჯილდოვდა, მათ შორისაა თასი, ორმაგი ოქრო ოქრო და ვერცხლის მედლები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსებიდან.