VINEXPO BORDEAUX 2017

ივნ 29 2017

18-21 ივნისს GWS-მა მონაწილება მიიღო საერთაშორისო ღვინის გამოფენაში ვინექსპო 2017, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაიმართა. წელს გამოფენაზე წარმოდგენილი 2300 კომპანიის პროდუქცია 45 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა. Vinexpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სადეგუსატაციო კომისიის თავმჯდომარე, OIV-ს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ. დეგუსტაციაზე საქართველოდან წინასწარ შერჩეულ 8 ღვინოს შორის წარნოდგენილი იყო თამადა გრანდ რეზერვი, რომელმაც როგორც კომისიის წევრების ისე დამსწრეების დიდი მოწონობა დაიმსახურა.